„გარდიანი“ - დიდი ბრიტანეთისთვის ფართომასშტაბიანი კონფლიქტის რისკები ბოლო წლების უმაღლეს დონეზეა
„გარდიანი“ - დიდი ბრიტანეთისთვის ფართომასშტაბიანი კონფლიქტის რისკები ბოლო წლების უმაღლეს დონეზეა

დიდი ბრიტანეთისთვის ფართომასშტაბიანი კონფლიქტის რისკები ბოლო წლებში უმაღლეს დონეზეა, – ამის შესახებ „გარდიანი“ ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს.

ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა კონფლიქტის რისკების ანალიზის დროს ხაზს უსვამს ახლო აღმოსავლეთის კრიზისის გამძაფრებას, რუსეთის ექსპანსიონისტურ დღის წესრიგს და ჩინეთის მიერ მოწინავე იარაღის განვითარებას.

„გარდიანის“ ინფორმაციით, სახმედრო დაზვერვის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა თქვა, რომ საიდუმლო 4 500-კაციანი ქვედანაყოფი ყველაზე დატვირთული იყო ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ხოლო მინისტრების სწრაფი ცვლა ართულებს პოლიტიკოსების მხრიდან ინფორმირებულ გადაწყვეტილებებს.

„გარდიანი“ წერს, რომ სამხედრო დაზვერვა არ არის კანონიერი ჯაშუშური სააგენტო, როგორიცაა „ემაი5“, „ემაი6“ და „მთავრობის კომუნნიკაციების შტაბი“, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ევალება სამხედრო საფრთხეების, აქტივობისა და კონფლიქტების მონიტორინგი მთელ მსოფლიოში.