87 წლის ასაკში ყოფილი სენატორი რიჩარდ ლუგარი გარდაიცვალა. ინფორმაცია ვაშინგტონში მდებარე ლუგარის ცენტრში დაადასტურეს.
„მისი საყვარელი მეუღლე და მისი ოთხი ვაჟი – მარკი, ბობი, ჯონი და დევიდი რიჩარდთან იყვნენ მისი ხანმოკლე ავადმყოფობის პერიოდში საავადმყოფოში“, – განაცხადეს ლუგარის ცენტრში.
რიჩარდ ლუგარი რესპუბლიკურ პარტიას წარმოადგენდა სენატში 1977 – 2013 წლებში.
რიჩარდი ლუგარის სახელს ატარებს 1991 წელს კონგრესის მიერ მიღებული პროგრამა, რომელიც ბიოლოგიური, ქიმიური და ბირთვული იარაღის უტილიზაციას ისახავს მიზნად. ყოფილი სენატორი 2013 წლიდან ლუგარის ცენტრის დირექტორი იყო.
რიჩარდ ლუგარის სახელობის არის საქართველოში მდებარე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი.