დავით ზალკალიანი – რიჩარდ ლუგარი საქართველოს უდიდესი მეგობარი და მხარდამჭერი იყო

12:41, 29.04.2019

ამერიკელი სენატორის, რიჩარდ ლუგარის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.

„ვგლოვობთ სენატორ რიჩარდ ლუგარის გარდაცვალების გამო, რომელიც საქართველოს უდიდესი მეგობარი და მხარდამჭერი იყო. მისი ცხოვრება – მაგალითია იმისა, თუ როგორი უნდა იყოს დიდი საზოგადო მოღვაწე და თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანი. მისი მემკვიდრეობაა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობა და მეტი უსაფრთხოება – საქართველო ამის გამო მისი მადლიერია“, – წერს ზალკალიანი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

ყოფილი სენატორი რიჩარდ ლუგარი, რომელიც სენატში რესპუბლიკურ პარტიას 1977-2013 წლებში წარმოადგენდა, გუშინ 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მისი სახელობისაა საქართველოში მდებარე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი.

მსგავსი