გარდაიცვალა თენგიზ ცერცვაძე
გარდაიცვალა თენგიზ ცერცვაძე

76 წლის ასაკში იმუნოლოგი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი თენგიზ ცერცვაძე გარდაიცვალა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ოჯახის ახლობლებმა დაუდასტურეს. მათი ინფორმაციით, თენგიზ ცერცვაძე ბოლო დროს ავადმყოფობდა.

ცერცვაძე იყო ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი, ნიუ იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, ამერიკის ინფექციურ დაავადებათა საზოგადოების წევრი, C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი, ღირსების ორდენისა და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი. მას 2020 წლის 3 ოქტომბერს, COVID-19-ის პანდემიასთან მებრძოლ რვა ექიმთან ერთად, თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.