გარდაიცვალა საქართველოს პირველი არხის თანამშრომელი ალექსანდრე ერმაკოვი
42 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს პირველი არხის ტელეფილმების მონტაჟის რეჟისორი ალექსანდრე ერმაკოვი.
ერმაკოვს ნამუშევარი აქვს პირველი არხის დოკუმენტურ ფილმებზე, როგორებიცაა: „სტოქსი… პოლკოვნიკის დახეული წერილები“, „ჩვენი საქართველო“, „ოკუპაცია“, „ჭაბუკიანის ხანძარი“, „საგარეო ვექტორი“ და სხვა.
საქართველოს პირველი არხი სამძიმარს უცხადებს ალექსანდრე ერმაკოვის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს.