80 წლის ასაკში რეჟისორი და მსახიობი გოგი ქავთარაძე გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს ოჯახის ახლობელმა დაუდასტურა.
გოგი ქავთარაძე 1963–1969 და 1972–1976 წლებში იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი, რეჟისორი; 1969–1972 წლებში ბათუმის თეატრის მთავარი რეჟისორი, ხოლო 1974–1976 წლებში თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი. 1976–1982 წლებში ქუთაისის თეატრის დირექტორი, სამეცნიერო ხელმძღვანელი. 1982-1992 — სოხუმის თეატრის დირექტორი, სამხატვრო ხელმძღვანელი, ხოლო 1992-1999 წლებში ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი; 1999–2004 წლებში რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე. 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი.
დადგმული აქვს 90-მდე სპექტაკლი, გადაღებულია 25 ფილმში, იყო საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, კოტე მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი და ღირსების ორდენის კავალერი.