გარდაიცვალა პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელი ვასილ კაჭარავა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტი ავრცელებს.
ვასილ კაჭარავა ასევე იყო „ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაციის“ პრეზიდენტი.
ამასთან, ვასილ კაჭარავა აშშ-ის ისტორიის, საზოგადოების, პოლიტიკური სისტემისა თუ დიპლომატიის თემატიკაზე გამოცემული არაერთი წიგნისა და პუბლიკაციის ავტორია.