გარდაიცვალა პირველი ქართველი პროფესიონალი ორგანისტი, პროფესორი ეთერ მგალობლიშვილი
გარდაიცვალა პირველი ქართველი პროფესიონალი ორგანისტი, პროფესორი ეთერ მგალობლიშვილი

87 წლის ასაკში გარდაიცვალა პირველი ქართველი პროფესიონალი ორგანისტი, ქართული საორგანო სკოლის დამაარსებელი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, პროფესორი ეთერ მგალობლიშვილი.

ეთერ მგალობლიშვილმა მოსკოვის ჩაიკოვსკის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დასრულების შემდეგ, სტაჟირება გაიარა გერმანიასა და ბელგიაში.

1964 წელს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში ცნობილი გერმანული ფირმის, „ალექსანდრე შუკეს“ (Alexander Shuke) მიერ დაიდგა ორგანი. ამ დროიდან ეთერ მგალობლიშვილი სათავეში ჩაუდგა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საორგანო კლასს.

ეთერ მგალობლიშვილი სხვადასხვა დროს იყო ლაიფციგის ბახის ტრადიციული საერთაშორისო კონკურსის, მოსკოვის, ვილნიუსის, გოტკისა და კიშინიოვის ორგანისტთა კონკურსების ჟიურის წევრი; ბიჭვინთის საორგანო ფესტივალის დაარსების ერთ-ერთი ორგანიზატორი.