გარდაიცვალა საქართველოს პირველი არხის სამცხე-ჯავახეთის ბიუროს ტელეოპერატორი რობიზონ მაქაძე.
რობიზონ მაქაძე საქართველოს პირველ არხზე 1983 წლიდან მუშაობდა, 1996 წლიდან კი სამცხე-ჯავახეთის ბიუროს ოპერატორი იყო.
საქართველოს პირველი არხი რობიზონ მაქაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და კოლეგებს.