გარდაიცვალა ქართველი მსახიობი ელგუჯა (გუჯა) ბურდული. ინფორმაციას ოჯახის წევრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
ელგუჯა ბურდული დაიბადა თბილისში 1941 წლის პირველ აპრილს. ფილმებში გადაღება 1974 წლიდან დაიწყო, 1984 წლიდან კი გახდა კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მსახიობი. ელგუჯა ბურდულმა არაერთი დასამახსოვრებელი სახე შექმნა ქართულ კინოში. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო თემურ ბაბლუანის ფილმში „უძინართა მზე“, რომელშიც მთავარი როლი შეასრულა. ასევე მონაწილეობდა ფილმებში: „ბეღურების გადაფრენა“, „მოცურავე“, „ადამიანთა სევდა“,„შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი“, რობინზონიადა ანუ ჩემი ინგლისელი პაპა“, „ზაფხული, ანუ 27 დაკარგული კოცნა“ და სხვა მრავალ ფილმში.
ამასთან, 2021 წელს ელგუჯა ბურდულს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭეს.