77 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი კომპოზიტორი გომარ სიხარულიძე. წლების მანძილზე იგი თბილისის პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის მუსიკალური კათედრას ხელმძღვანელობდა. არის არაერთი კამერულ-ინსტრუმენტული და საესტრადო ნაწარმოების ავტორი.
განსაკუთრებული აღიარება კომპოზიტორს ქართული კინოფილმებისთვის შექმნილმა მუსიკამ მოუტანა, მათ შორის ყველაზე პოპულარული ფილმ „ჩარი რამასთვის“ შექმნილი სიმღერებია.