გარდაიცვალა კინორეჟისორი ზურაბ ინაშვილი
გარდაიცვალა კინორეჟისორი ზურაბ ინაშვილი

კინორეჟისორი ზურაბ ინაშვილი 72 წლის ასაკში გარდაიცვალა.

1971 წელს ზურაბ ინაშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, შემდეგ თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი.

1977-2004 წლებში იყო საქართველოს ტელეფილმების სტუდიის კინორეჟისორი, 1993-1994 წლებში კი სტუდია “ქართული ტელეფილმის“ გენერალური დირექტორი.

ზურაბ ინაშვილი არის რეჟისორი მხატვრული ფილმების: „ნუ მოიწყენთ შემოდგომისას“, „მაისის თოვლი“, ასვევე დოკუმენტური ფილმების: „გამოთხოვება დონ-კიხოტთან“, „გემღერებოდეს, დედაო!“, „გურჯი ვარ საქართველოდან“, „ნოდარ დუმბაძე“, „ქართველები მარიას თეატრში“, „გვიამბეთ თქვენზე მაესტრო – ანდრია ბალანჩივაძე“ და სხვ.

ზურაბ ინაშვილის ბოლო ნამუშევარია 2019 წელს გადაღებული დოკუმენტური ფილმი „მიუსაფარი”