გარდაიცვალა ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ქორეოგრაფი გელოდი ფოცხიშვილი
გარდაიცვალა ქორეოგრაფი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს ხელოვნების ქურუმი, ღირსების ორდენის კავალერი, ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი გელოდი ფოცხიშვილი.
გელოდი ფოცხიშვილი 1998 დაჯილდოვდა საქართველოს ღირსების ორდენით, ქართული ქორეოგრაფიის ახლებური ხედვისა და განვითარებისათვის. ასევე, მიღებული აქვს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ქების სიგელი, საქართველოს ქორეოგრაფიული კავშირის რაინდის ორდენი, საქართველოს ქორეოგრაფიული კავშირის ბრწყინვალების ორდენი, აჭარის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის ტიტული.
გელოდი ფოცხიშვილი 2012 აირჩიეს საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსად. ასევე იყო საქართველოს „ფაზისის“ საერო აკადემიის აკადემიკოსი და საქართველოს მწერალთა, მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა აკადემია „ქალდიის“ აკადემიკოსი.
იყო ბავშვთა ქორეოგრაფიული სტუდიის „მეტეხი“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. 2015 ფილარმონიის წინ გაიხსნა ფოცხიშვილებისა და „მეტეხის“ ვარსკვლავი.
2016 წელს მწერალთა და შემოქმედებითი კავშირის ხელოვანთა ოქროს ფონდმა მიანიჭა ღვაწლმოსილის წოდება, ქართულ ქორეოგრაფიაში გაწეული განსაკუთრებული წვლილისათვის.
ასევე, 2016 წელს ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოებულია კულტურის სამინისტროს „ხელოვნების ქურუმით“.
დამდგმელ ქორეოგრაფად მონაწილეობა აქვს მიღებული ფილმში „აურზაური სალხინეში“ (1974 წელი). 2014 წელს ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი იყო მოკლემეტრაჟიან ფილმი „ქუჩის დედოფალი“. ასევე, 2019 წელს მონაწილეობა აქვს მიღებული ფილმში – „პრეზიდენტის დაბრუნება“.