ჟურნალისტი და მწერალი გია გაბრიჭიძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ახლობლები ავრცელებენ.
გია გაბრიჭიძე წლების განმავლობაში მუშაობდა პერიოდულ პრესაში, იყო გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ კორესპონდენტი და საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი.
გია გაბრიჭიძეს გამოცემული აქვს რამდენიმე წიგნი.