გარდაიცვალა ფილოსოფოსი მიხეილ ნანეიშვილი
გარდაიცვალა ფილოსოფოსი მიხეილ ნანეიშვილი

ფილოსოფოსი მიხეილ ნანეიშვილი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მიხეილ ნანეიშვილის აქტიური საზოგადოებრივი და პოლიტიკური საქმიანობა დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოს მშენებლობას უკავშირდება.

დაიბადა 1934 წელს თბილისში. 1961 წ. დაამთავრა თსუ-ს ფილოსოფიის ფაკულტეტი.

იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, ლიბერალურ-დემოკრატიული ეროვნული პარტიის თავმჯდომარე, საკონსტიტუციო ჯგუფის წევრი.