გიორგი კვირიკაშვილი მიხეილ ნანეიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
გიორგი კვირიკაშვილი მიხეილ ნანეიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ფილოსოფოსის, მიხეილ ნანეიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს.

“მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი ფილოსოფოსისა და საზოგადო მოღვაწის, მიხეილ ნანეიშვილის გარდაცვალების გამო. მიხეილ ნანეიშვილის აქტიური საზოგადოებრივი და პოლიტიკური საქმიანობა დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოს მშენებლობას უკავშირდება. იგი, თავისი პიროვნული ღირსებებით, პრინციპულობით, მოქალაქეობრივი და სახელმწიფოებრივი პოზიციით, ქართული საზოგადოების გამორჩეული წევრი იყო. ვუსამძიმრებ და თანავუგრძნობ მიხეილ ნანეიშვილის ოჯახის წევრებს, მის კოლეგებსა და ახლობლებს”,- აღნიშნულია პრემიერის სამძიმრის წერილში.