გარდაცვლილი 81 წლის ქალის შვილიშვილს კორონავირუსზე დამატებითი კვლევა ჩაუტარდება
გარდაცვლილი 81 წლის ქალის შვილიშვილს კორონავირუსზე დამატებითი კვლევა ჩაუტარდება

გარდაცვლილი 81 წლის ქალის შვილიშვილს კორონავირუსზე დამატებითი კვლევა ჩაუტარდება, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა, დირექტორმა ლალი ტურძელაძემ განაცხადა.

როგორც ლალი ტურძელაძემ აღნიშნა, ქალბატონის შვილიშვილის ტესტის პასუხი, რომელსაც სამი კვირის წინ ცხელება და სუნთქვის გაძნელება აღენიშნებოდა, უარყოფითია.

„ცხვირ-ხახის ტესტი იყო უარყოფითი, მაგრამ ლუგარის ლაბორატორიაში დაეჭვდნენ ტესტის ბოლომდე უარყოფითობაში და მოგვთხოვეს დამატებითი კვლევა, სეროლოგიური რეაქცია ანტისხეულების შესამოწმებლად, იყო თუ არა გადატანილი, თუ გადატანილია იქნება G ფორმა, ჩავთვლით, რომ მისგან გადაედო ბებიას“, – განაცხადა ლალი ტურძელაძემ.