„გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“-ის ოფიციალური გახსნის ცერემონია დღეს გაიმართება
ქვემო ქართლში, „გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“-ის ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართება, რომელსაც 120-ზე მეტი სტუმარი დაესწრება, მათ შორის საქართველოს მთავრობის, საქართველოს პარლამენტის, საპარტნიორო ფონდის, თანაინვესტირების ფონდის, „თბილისი ენერჯის,“ ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების, ადგილობრივი ხელისუფლების, ბანკების, ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლები და ექსპერტები.
ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.
230 მეგავატი სიმძლავრის გარდაბნის თბოელექტროსადგური ელექტროენერგიის გენერაციას ოფიციალურად დაიწყებს. კომბინირებული ციკლის, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, თანამედროვე, ენერგოეფექტური თბოელექტროსადგურის მშენებლობაში სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ 180 მილიონამდე აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.
ღონისძიება გარდაბანში 11:00 საათზე გაიმართება.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.