გარდაბნის რაიონის სოფელ მთისძირში მეორე სართულიდან მცირეწლოვანი გადმოვარდა
გარდაბნის რაიონის სოფელ მთისძირში მცირეწლოვანი სახლის მეორე სართულიდან გადმოვარდა.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ბავშვი სამი წლისაა და ის აივნიდან ჩამოვარდა.
მცირეწლოვანი თავის არეში დაზიანებებით რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ამ დროისთვის გამოკვლევები უტარდება.