გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების ჩაკეტვა ამ ეტაპზე არ იგეგმება, მიღებულია გადაწყვეტილება თერმოსკრინინგისა და გაფართოებული ტესტირების შესახებ
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების ჩაკეტვა ამ ეტაპზე არ იგეგმება, მიღებულია გადაწყვეტილება გაჩიანის დასახლების თერმოსკრინინგისა და გაფართოებული ტესტირების შესახებ.
ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მან ჟურნალისტების კითხვას უპასუხა, იგეგმება თუ არა მუნიციპალიტეტში ჩაკეტვა და მკაცრი საკარანტინო რეჟიმის შემოღება.
„არ იქნა მიღებული საკოორდინაციო საბჭოს მიერ ჩაკეტვის გადაწყვეტილება. მიღებულია გადაწყვეტილება გაჩიანის დასახლების შესასვლელ პუნქტებში თერმოსკრინინგის და ასევე, ამ რეგიონში მოსახლეობის გაფართოებული ტესტირების შესახებ, კერძოდ, გაჩიანის დასახლებაში“, – განაცხდა ამირან გამყრელიძემ.