გარდაბანში, 14 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს.
მოზარდის ცხედარი წუხელ რუსთავში, სამხარაულის სახელობის პროზექტურაში გადაასვენეს.
მომხდარი პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
შსს-ის ინფორმაციით, გამოძიება 115-ე მუხლით არის აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.