გარდაბანში მოზარდი გოგონა გარდაცვლილი იპოვეს

11:22, 15.01.2018

გარდაბანში, 14 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს.

მოზარდის ცხედარი წუხელ რუსთავში, სამხარაულის სახელობის პროზექტურაში გადაასვენეს.

მომხდარი პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

შსს-ის ინფორმაციით, გამოძიება 115-ე მუხლით არის აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მსგავსი