გარბინე მუგურუსა - ხანდახან ოცნებები ხდება
გარბინე მუგურუსა - ხანდახან ოცნებები ხდება

ესპანელმა ჩოგბურთელმა გარბინე მუგურუსამ ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში გასვლასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

ცნობისთვის, მას დიდი სლემის ტურნირებზე ორჯერ აქვს გამარჯვება მოპოვებული.

„მე ნახევარფინალურ შეხვედრაში სიმონა ჰალეპთან ორივე სეტში ვმარცხდებოდი, მაგრამ მატჩის მიმდინარეობისას ამაზე არ ვფიქრობდი. რუმინელი ძალიან ძლიერი მოთამაშეა და მასთან იოლად არასდროს არაფერი გამოდის. მთელი ენერგია ამ შეხვედრაში ჩავდე, მაგრამ იმედი მაქვს, ფინალამდე სასურველ კონდიციებში ვიქნები“, – განაცხადა მუგურუსამ. – „ძალიან მიხარია, რომ დიდი სლემის ტურნირის ფინალში კიდევ ერთხელ ვითამაშებ. ხანდახან ოცნებებიც ხდება“ – დააასრულა ესპანელმა.