გარბენი „თბილისის“ გამო ვაკისკენ მოძრავი მარშრუტები დროებით იცვლება
ვაკის პარკიდან თავისუფლების მოედანის მიმართულებით გარბენი „თბილისი“ იმართება. რის გამოც, ავტობუსები 07:00-დან, ხოლო მიკროავტობუსები 09:00 საათიდან 14:00 საათამდე ვაკის მიმართულებით დროებით შეცვლილი მარშრუტებით იმოძრავებენ.
თბილისის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალური ავტობუსები და სამარშრუტო მიკროავტობუსები თამარაშვილის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩამდე იმოძრავებენ ყაზბეგისა და პეკინის გამზირების, გმირთა მოედნისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით.
გარბენი „თბილისი“ დედაქალაქის მერიის ინიციატივით ფუძნდება და პირველად იმართება.