თბილისში, ხუდადოვის ქუჩის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია
თბილისში, ხუდადოვის ქუჩის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, BMW Club Georgia-ს მიერ ორგანიზებულ გარბენთან დაკავშირებით, 19:00 საათამდე ხუდადოვის ქუჩა N68-დან უიარაღოს ქუჩის N24-მდე არსებულ საგზაო მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია.

ამდენად, ცოტნე დადიანის ქუჩიდან თბილისის ზღვის მიმართულებით ავტოტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელია ურიდიას ქუჩის გავლით.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი ხუდადოვის ქუჩაზე, როგორც უიარაღოს ქუჩა N24-მდე, ასევე, ურიდიას ქუჩის გავლით, ივერთუბნის მიმართულებით იმოძრავებს.