განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან სტუდენტები აქციას მართავენ
“თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტ ჰიპოკრატესა” და “თბილისის საერთაშორისო აკადემიის” სტუდენტები განათლების სამინისტროს ხარისხის განვითარების ცენტრთან საკუთარი უნივერსიტეტებისთვის ავტორიზაციის გაუქმებას აპროტესტებენ. სტუდენტებთან ერთად ადგილზე იმყოფებიან მშობლებიც, რომლებიც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის წარმომადგენლებთან შეხვწდრას მართავენ.
“თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტ ჰიპოკრატესა” და “თბილისის საერთაშორისო აკადემიას” ავტორიზაცია მიმდინარე თვეში სასწავლო სტანდარტების დაუკმაყოფილებლობის გამო გაუუქმდათ. ორივე უნივერსიტეტში საერთო ჯამში 500-მდე სტუდენტი სწავლობდა. განათლების სამინისტროს განცხადებით, ისინი მობილობის წესით სხვა უნივერსიტეტებში უნდა გადანაწილდნენ.