განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ავტორიზაციისა და აკრედიტაციის შედეგებზე კონფერენცია გამართა
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ავტორიზაციისა და აკრედიტაციის შედეგებზე კონფერენცია გამართა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით კონფერენცია სახელწოდებით „უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის განახლებული სისტემის დანერგვა – შედეგები და შემდგომი ნაბიჯები”გაიმართა .

კონფერენციაზე განიხილეს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის განახლებული ევროპული სდტანდარტებისა და პროცედურების მიხედვით, საქართველოში განხორციელებული ავტორიზაციისა და აკრედიტაციის შედეგები.

კონფერენციის მონაწილეებმა იმსჯელეს სისტემის გაუმჯობესების გზებზე და შემდგომ ნაბიჯებზე. განათლების სამინისტროს წარმომადგენლების გარდა, შეხვედრას დაესწრნენ უმაღლესი სასწავლებლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

უმაღლესი სასწავლებლების შეფასების განახლებული მექანიზმები განათლების სისტემაში 2018 წელს დაინერგა. საქართველოში ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესი ევროპული სტანდარტით მიმდინარეობს და შედეგსა და განვითარებაზე არის ორიენტირებული. პროცესი ასევე მოიცავს უცხოელი ექსპერტებისა და სასწავლებლების ჩართვას.

2018 წელს 30-მდე უნივერსიტეტმა ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესში მიიღო მონაწილეობა. როგორც განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის დირექტორი, გიორგი ვაშაკიძე აცხადებს, მომავალ წელსპროცესში დანარჩენი უმაღლესი სასწავლებლები ჩაერთვებიან .