გამოქვეყნდა საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგის შუალედური ანგარიში
ევროკავშირისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგის შუალედური ანგარიში გამოქვეყნდა. ანგარიში 15 ივნისიდან 31 აგვისტომდე პერიოდს მოიცავს.
ანგარიშის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ სუბიექტების გაშუქება ტონის მიხედვით ასე გამოიყურება:
„ქართული ოცნება“ – ოთხი პროცენტი დადებითი, 86 პროცენტი – ნეიტრალური, 10 პროცენტი – უარყოფითი;
მთავრობა – ცხრა პროცენტი დადებითი, 87 პროცენტი – ნეიტრალური, ოთხი პროცენტი – უარყოფითი;
პრემიერ-მინისტრი – 12 პროცენტი დადებითი, 83 პროცენტი ნეიტრალური, ხუთი პროცენტი – უარყოფითი;
„ნაციონალური მოძრაობა“ – ერთი პროცენტი დადებითი, 78 პროცენტი – ნეიტრალური, 21 პროცენტი – უარყოფითი;
„ევროპული საქართველო“ – 92 პროცენტი ნეიტრალური, რვა პროცენტი – უარყოფითი;
მიხეილ სააკაშვილი – ორი პროცენტი – დადებითი, 51 პროცენტი – ნეიტრალური, 47 პროცენტი – უარყოფითი;
ადგილობრივი მთავრობა – ხუთი პროცენტი – დადებითი, 91 პროცენტი – ნეიტრალური, ოთხი პროცენტი – უარყოფითი.
ტელევიზიების მედიამონიტორინგი „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ“ ჩაატარა. მონიტორინგის შედეგები შეგიძლიათ, იხილოთ ბმულზე.