გამოქვეყნდა საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგის შუალედური ანგარიშ​ი
გამოქვეყნდა საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგის შუალედური ანგარიშ​ი

ევროკავშირისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგის შუალედური ანგარიშ​ი გამოქვეყნდა. ანგარიში 15 ივნისიდან 31 აგვისტომდე პერიოდს მოიცავს.

ანგარიშის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ სუბიექტების გაშუქება ტონის მიხედვით ასე გამოიყურება:

„ქართული ოცნება“ – ოთხი პროცენტი დადებითი, 86 პროცენტი – ნეიტრალური, 10 პროცენტი – უარყოფითი;

მთავრობა – ცხრა პროცენტი დადებითი, 87 პროცენტი – ნეიტრალური, ოთხი პროცენტი – უარყოფითი;

პრემიერ-მინისტრი – 12 პროცენტი დადებითი, 83 პროცენტი ნეიტრალური, ხუთი პროცენტი – უარყოფითი;

„ნაციონალური მოძრაობა“ – ერთი პროცენტი დადებითი, 78 პროცენტი – ნეიტრალური, 21 პროცენტი – უარყოფითი;

„ევროპული საქართველო“ – 92 პროცენტი ნეიტრალური, რვა პროცენტი – უარყოფითი;

მიხეილ სააკაშვილი – ორი პროცენტი – დადებითი, 51 პროცენტი – ნეიტრალური, 47 პროცენტი – უარყოფითი;

ადგილობრივი მთავრობა – ხუთი პროცენტი – დადებითი, 91 პროცენტი – ნეიტრალური, ოთხი პროცენტი – უარყოფითი.

ტელევიზიების მედიამონიტორინგი „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ“ ჩაატარა. მონიტორინგის შედეგები შეგიძლიათ, იხილოთ ბმულზე.