გამოკვლეული 34 ფოთელი მებაჟიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
ფოთიდან ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისთვის გაგზავნილი 34 მებაჟის ტესტის პასუხები ცნობილია, „კოვიდ-19“ არც ერთს არ დაუდგინდა.
„უკვე მივიღეთ 34 მებაჟის ანალიზის პასუხები. წინა დღეებში კი, 59 მებაჟე დავტესტეთ. საბედნიეროდ, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა. აღნიშნული კვლევა გეგმურია და პრევენციული მიზნით ხორციელდება. მსგავსი ტესტირება მათ ყოველ 14 დღეში უტარდებათ“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნანა მხეიძემ.