გამოძიება სკრიპალების საქმესთან დაკავშირებით, რუსეთის მოქალაქით დაინტერესდა
გამოძიება სკრიპალების საქმესთან დაკავშირებით, რუსეთის მოქალაქით დაინტერესდა

დიდი ბრიტანეთის საგამოძიებო უწყება რუსეთის მოქალაქით დაინტერესდა, რომელიც ლონდონის აეროპორტში მოსკოვიდან სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლამდე, ცოტა ხნით ადრე ჩავიდა.

გამოცემა Daily Mail-ის ინფორმაციით, აღნიშნული პიროვნება მოსკოვი-ლონდონის იმავე რეისით მგზავრობდა, რომლითაც იულია სკრიპალი. უკან კი რამდენიმე საათში დაბრუნდა.

ასეთი ხანმოკლე მოგზაურობა ბრიტანეთის დაზვერვაში ეჭვს იწვევს.

იულია სკრიპალი დიდ ბრიტანეთში ჩასვლიდან ერთი დღის შემდეგ მამასთან, სერგეი სკრიპალთან ერთად სოლსბერიში უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ისინი ნერვულ-პარალიტიკული ნივთიერებით არიან მოწამლულნი. სერგეი სკრიპალის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულად მძიმეა, იულია სკრიპალის კი სტაბილურია და გამოჯანმრთელების პროცესს გადის.

სოლსბერის ინციდენტის გამო, დიდ ბრიტანეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობა დაიძაბა. ოფიციალურმა ლონდონმა ქვეყანაში მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების გამო, ქვეყნიდან რუსი დიპლომატები გააძევა. დიდ ბრიტანეთს სოლიდარობა კიდევ 30-მდე ქვეყანამ გამოუცხადა, მათ შორის საქართველომ.