გამოცემა entrepreneur ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის მიერ ფონდ „ქართუსთვის“ გადაცემული ქონების ჩამონათვალს ავრცელებს
ელექტრონული გამოცემა entrepreneur იმ ობიექტების ჩამონათვალს ავრცელებს, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გადასცეს.
ობიექტების ჩამონათვალი ასეთია:
შპს თბილისი სითი (ცეკავშირი); შპს სოლოლაკი რაიზი (პროექტი სოლოლაკი); შპს სოლოლაკი ჰილს; შპს თაბორი რიზორთსი (თაბორი, გოლფი); შპს ჯორჯიან ეკო ტრანსპორტი (საბაგიროები); შპს ბიზნეს დეველოპმენტი (მწვანე კონცხი); შპს ბიზნეს დეველოპმენტი (მწვანე კონცხი); შპს ბიზნეს დეველოპმენტი (ციხისძირი); შპს სისაიდი (ჩაქვი); შპს ბლექსი რიზორთსი (შეკვეთილის სასტუმრო პარაგრაფი); შპს ბლექ სი რივიერა (განმუხური/ანაკლია); შპს ცისარტყელა (წილის 51%, აბასთუმანი);
შპს „ბიზნესცენტრი“ – ქ.თბილისი, სოლოლაკის ხეივანი, ბიზნესცენტრის ტერიტორია; „ქართუ ჯგუფი“ – ქ.თბილისი, 300 არაგველის ქუჩა; „ქართუ ჯგუფი“ – ქ.თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზ. N39ა; „ქართუ ჯგუფი“ – ქ.თბილისი, კახეთის გზატკეცილის მიმდებარედ; „ქართუ ჯგუფი“ – ქ.თბილისი, ცხვედაძის ქუჩის მიმდებარე ფერდობი; შპს „ბურჯი“ – ქ.თბილისი (საწარმო ფართები); შპს „ელიტა ბურჯი“ და ისანი ქართუს ტერიტორია – ქ.თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზ; შპს „ელიტა ბურჯი“ – ქ.ფოთი, გურიის ქუჩა; სს „ლაგუნა ვერე“-ს ტერიტორია და შპს კოსტავას 69 – ქ. თბილისი, კოსტავას გამზ; შპს „სი ვიუ რესორთ“ – ქ.ბათუმი, გრიბოედოვის ქუჩა; სს „ბოლნისის ტუფი“ – რაიონი ბოლნისი, სოფელი ტალავერი; სს „დიდველი“-ს მიწის ნაკვეთები – ბორჯომის რაიონი, დაბა ბაკურიანი „დიდველი“; სს „ბანკი ქართუ“ – თბილისი; სს დაზღვევის კომპანია ,,ქართუ“ – თბილისი;
ამასთან, გადაცემის პროცესშია ორი ობიექტი კომპლექსი დაბა ბაკურიანში – 7 625 (ქონების ფართი) – 88 801 (მიწის ნაკვეთის ფართი) და შპს სასტუმრო სიღნაღში – (წილის 70%)
ამავე გამოცემასთან ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ მისი და მისი მეუღლის განკარგულებაში რჩება 200 მილიონი დოლარი.