გამოცემა entrepreneur ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის მიერ ფონდ „ქართუსთვის“ გადაცემული ქონების ჩამონათვალს ავრცელებს

10:43, 12.01.2021

ელექტრონული გამოცემა entrepreneur იმ ობიექტების ჩამონათვალს ავრცელებს, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გადასცეს.

ობიექტების ჩამონათვალი ასეთია:

შპს თბილისი სითი (ცეკავშირი); შპს სოლოლაკი რაიზი (პროექტი სოლოლაკი); შპს სოლოლაკი ჰილს; შპს თაბორი რიზორთსი (თაბორი, გოლფი); შპს ჯორჯიან ეკო ტრანსპორტი (საბაგიროები); შპს ბიზნეს დეველოპმენტი (მწვანე კონცხი); შპს ბიზნეს დეველოპმენტი (მწვანე კონცხი); შპს ბიზნეს დეველოპმენტი (ციხისძირი); შპს სისაიდი (ჩაქვი); შპს ბლექსი რიზორთსი (შეკვეთილის სასტუმრო პარაგრაფი); შპს ბლექ სი რივიერა (განმუხური/ანაკლია); შპს ცისარტყელა (წილის 51%, აბასთუმანი);

შპს „ბიზნესცენტრი“ – ქ.თბილისი, სოლოლაკის ხეივანი, ბიზნესცენტრის ტერიტორია; „ქართუ ჯგუფი“ – ქ.თბილისი, 300 არაგველის ქუჩა; „ქართუ ჯგუფი“ – ქ.თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზ. N39ა; „ქართუ ჯგუფი“ – ქ.თბილისი, კახეთის გზატკეცილის მიმდებარედ; „ქართუ ჯგუფი“ – ქ.თბილისი, ცხვედაძის ქუჩის მიმდებარე ფერდობი; შპს „ბურჯი“ – ქ.თბილისი (საწარმო ფართები); შპს „ელიტა ბურჯი“ და ისანი ქართუს ტერიტორია – ქ.თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზ; შპს „ელიტა ბურჯი“ – ქ.ფოთი, გურიის ქუჩა; სს „ლაგუნა ვერე“-ს ტერიტორია და შპს კოსტავას 69 – ქ. თბილისი, კოსტავას გამზ; შპს „სი ვიუ რესორთ“ – ქ.ბათუმი, გრიბოედოვის ქუჩა; სს „ბოლნისის ტუფი“ – რაიონი ბოლნისი, სოფელი ტალავერი; სს „დიდველი“-ს მიწის ნაკვეთები – ბორჯომის რაიონი, დაბა ბაკურიანი „დიდველი“; სს „ბანკი ქართუ“ – თბილისი; სს დაზღვევის კომპანია ,,ქართუ“ – თბილისი;

ამასთან, გადაცემის პროცესშია ორი ობიექტი კომპლექსი დაბა ბაკურიანში – 7 625 (ქონების ფართი) – 88 801 (მიწის ნაკვეთის ფართი) და შპს სასტუმრო სიღნაღში – (წილის 70%)

ამავე გამოცემასთან ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ მისი და მისი მეუღლის განკარგულებაში რჩება 200 მილიონი დოლარი.

მსგავსი