გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე აბიტურიენტთა 4% არ გამოცხადდა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 9 ათას 35 აბიტურიენტიდან ერთიან ეროვნულ გამოცდაზე აპლიკანტების დაახლოებით 4% არ გამოცხადდა.
როგორც გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, ქართულ ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე დაგვიანების ოთხი ფაქტი დაფიქსირდა, აქედან სამი თბილისში, ერთ კი ქუთაისში.
ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს დაიწყო. აპლიკანტები პირველ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ. აბიტურიენტების რეგისტრაცია 08:00 საათზე დაიწყო, გამოცდა კი 09:00 საათიდან მიმდინარეობს.
ამასთან, ცვლილებებია ეროვნული გამოცდების განრიგში.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში (2 და 3 ივლისს) მოსალოდნელი განსაკუთრებით ცხელი დღეების გამო, შეიცვალა ერთიანი ეროვნული გამოცდების (ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდისა და ზოგადი უნარების გამოცდის) განრიგი.