სოფო გორგოძე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობას ტოვებს

17:45, 06.12.2023

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფო გორგოძე თანამდებობას ტოვებს.

როგორც საქართველოს პირველ არხს განათლების სამინისტროში განუცხადეს, სოფო გორგოძემ განცხადება თანამდებობიდან წასვლის შესახებ რამდენიმე დღის წინ დაწერა, თანამდებობას კი იანვრიდან დატოვებს.

შეფასებისა და ეროვნული გამოცდების ცენტრის დირექტორად სოფიო გორგოძე 2018 წელს დაინიშნა.

მსგავსი