Galt & Taggart-ის ანალიტიკოსი „ნამახვანჰესზე“ - პროცესების წინ წასაწევად აუცილებელია კონსტრუქციული დიალოგი, დებატები და კითხვა-პასუხის რეჟიმი
ჩემი აზრით, პროცესების წინ წასაწევად აუცილებელია კონსტრუქციული დიალოგი, დებატები და კითხვა-პასუხის რეჟიმი. ცალმხრივი ბრალდება, თავის მართლების გზით, წინ ვერ წავალთ ვერც ერთ პროექტზე, – ამის შესახებ Galt & Taggart-ის უფროსმა ანალიტიკოსმა, მარიამ ჩახვაშვილმა „ნამახვენჰესთან“ დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მარიამ ჩახვაშვილმა აღნიშნა, არ უნდა დარჩეს არც ერთი პასუხგაუცემელი კითხვა და ბრალდება, თუმცა მეორეს მხრივ, ბრალმდებელმაც უნდა მოისმინოს პასუხი, გაიაზროს, დასაზუსტებელი დააზუსტოს და იყოს ობიექტური.
„მხოლოდ პროტესტი და მეორე მხარის პოზიციის არ მოსმენა, მით უმეტეს, როდესაც სპეციალურად და დამატებით კეთდება განმარტებები, ეჭვს აჩენს მაპროტესტებელი მხარის კეთილგონიერებასა და მიზნებთან დაკავშირებით. თუ მიზანი არაა ყველანაირ ფასად პროექტის დაბლოკვა და მართლა მის კონკრეტულ ასპექტებზე შესტკივათ გული, ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ მიიღონ შესაბამისი პასუხები. ჩემი აზრით, ყველაზე საინტერესოა, კითხვებზე პასუხი მოვისმინოთ კონკრეტული ექსპერტებისგან, რომლებიც მუშაობდნენ ამ პროექტზე და მოამზადეს დოკუმენტაცია საბოლოო სახით. სწორედ მათ შეეძლებათ დეტალებში ჩასვლა და სრული, ყოვლისმომცველი და ამომწურავი ინფორმაციის მოწოდება კონკრეტული პროექტის შესახებ. ასეთი პირები უნდა დავაყენოთ წინა პლანზე, ისინი ვალაპარაკოთ და დავუსვათ კითხვები.
ჩემი აზრით, ამ პროცესში უდიდესია მედიის როლი და ის აუცილებლად უნდა იყოს მიუკერძოებელი, შუამავალი მხარეებს შორის და ემსახურებოდეს ნებისმიერი საკითხის ყველა მხარის გაშუქებას. გიორგი ცუცქირიძე, ეკონომიკის ექსპერტი (ფეისბუქ პოსტიდან) მხოლოდ მისასალმებელია ეკონომიკის სამინისტროს პოზიცია, რომ „ნამახვანჰესის“ კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობა იქამდე არ დაიწყება, სანამ კვლევების გადამოწმება არ მოხდება. ასევე კარგია, რომ პროექტის უსაფრთხოებასთან, ეკოლოგიურ და გეოლოგიურ კვლევებთან დაკავშირებით, მოხდა შეთანხმება კომპანიასთან, რომ ჰესის მშენებლობას მხოლოდ დამხმარე ინფრასტრუქტურის ნაწილში გააგრძელებს და არ დაიწყებს ჰესის ძირითადი ნაგებობების კერძოდ, კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობას, სანამ არ გაკეთდება რამდენიმე პრინციპული კვლევის ხელახალი გადამოწმება. ნიშანდობლივია, რომ ამ კვლევებისთვის სახელმწიფო დამოუკიდებელ ექსპერტებს დაიქირავებს და სრულიად ღიად მოხდება რამდენიმე ძირითადი კვლევის გადამოწმება. ამ ვალიდაციის შემდეგ, კომპანია იმსჯელებს არის თუ არა პროექტში რაიმე კორექტირება შესატანი. ამასთან, შეიქმნება რიონის ხეობის განვითარების 5 მილიონ ლარიანი ფონდი, რომელშიც კონტრიბუციას როგორც ინვესტორი, ასევე სახელმწიფო შეიტანს და დააფინანსებს ხეობის მოსახლეობისთვის ყველა საჭირბოროტო პროექტს. შეთანხმების თანახმად, დაინიშნება ქართველი დირექტორი, რომელიც გაუძღვება ადგილზე სამშენებლო სამუშაოებს, ესაა სახელმწიფოს მეტი ჩართულობა და ამით მეტ გარანტიას უზრუნველვყოფთ, რომ ქართველი დასაქმებულების უფლებები სათანადოდ იყოს დაცული და ეს ასევე სწორ კომუნიკაციას უზრუნველყოფს. ასევე, შეიქმნება დამოუკიდებელი საბჭო, რომელიც შედგება მაღალი რეპუტაციის მქონე ქართველი ექსპერტებისგან, რომელიც პროექტს ზედამხედველობას გაუწევს, რომ პროექტის უსაფრთხოებაზე ეჭვები გამოირიცხოს“, – აცხადებს მარიამ ჩახვაშვილმა.