გახოკიძის ქუჩაზე დაშავებული მამაკაცი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს
თბილისში, გახოკიძის ქუჩაზე გზის სარემონტო სამუშაოების დროს დაშავებული მამაკაცი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, – ამის შესახებ პირველ არხს საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„სამაშველო სამუშაოები ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. საკომუნიკაციო ჭაში GWP-ის თანამშრომელი ჩავარდა, რომელიც წყლით იყო სავსე“, – განაცხადა გამგებელმა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლის თქმით, სამუშაოებს ადგილზე კომპანია GWP აწარმოებდა.
ერთი საათის წინ, აკაკი გახოკიძის ქუჩაზე გზის სარემონტო სამუშაოებისას მიწა ჩამოიშალა და მუშა დაშავდა.