თბილისში, გახოკიძის ქუჩაზე მიწის ჩამოშლის შედეგად მუშა დაშავდა [ვიდეო]

16:58, 17.06.2018

თბილისში, გახოკიძის ქუჩაზე მიწის ჩამოშლის შედეგად მუშა დაშავდა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, მამაკაცს თხრილში ფეხი მოჰყვა და წყლის მილის შეკეთებისას მიწა ჩამოიშალა.

მათივე ინფორმაციით, დაშავებული მამაკაცი თხრილიდან ამოიყვანეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

მსგავსი