„გაგრამ“ სიონი დაამარცხა - ოქრიაშვილმა პირველად გაიტანა #1TVSPORT
„გაგრამ“ სიონი დაამარცხა - ოქრიაშვილმა პირველად გაიტანა #1TVSPORT

„გაგრამ“ სეზონისთვის მოსამზადებელ ეტაპზე მორიგი ამხანაგური შეხვედრა ბოლნისის „სიონის“ წინააღმდეგ გამართა და დიდი ანგარიშით, 4:1 გაიმარჯვა.

ტეტს-მატჩში, რომელიც ილია კოკაიას სახელობის ზღვის ბაზაზე გაიმართა, ეროვნული ლიგის გუნდი უპირატესობას ფლობდა და ახალწვეულის, თორნიკე ოქრიაშვილის ზუსტად შესრულებული პენალტით დაწინაურდა – ეს მშობლიურ გუნდში დაბრუნების შემდეგ, საქართველოს ნაკრების 31 წლის ფეხბურთელის მიერ გატანილი პირველი გოლია.

მართალია, ბოლნისელებმა წონასწორობა გოჩა ცირდავას გოლით აღადგინეს, მაგრამ სანდრო შეწირულმა, თემურ შონიამ და როინ ოდიშელიძემ „სიონის“ კარი კიდევ სამჯერ აიღეს და 4:1 გაიმარჯვეს.


„გაგრა“ – „სიონი“ 4:1


გოლები: 1:0 ოქრიაშვილი (პენ), 1:1 ცირდავა, 2:1 შეწირული, 3:1 შონია, 4:1 ოდიშელიძე