გაგამარუს მორიგი მარცხი | ნაგოია ბაშო
გაგამარუს მორიგი მარცხი | ნაგოია ბაშო

ნაგოია ბაშოს მეექვსე დღეს, ჯურიოს დივიზიონში, გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) მეექვსე ბრძოლა ჩაატარა და მეხუთედ დამარცხდა. ის ჯურიოს დივიზიონის მესამე ნომერს, ჩიოშომას დაუპირისპირდა და უვატედაშინაგეს ილეთით წააგო.

ჩიოშომამ სამარცხვინო ხერხს მიმართა – სასტარტო დაჯახებას გამოეცალა (ჰენკა), რის გამოც გაგამარუ დოჰიოზე დაეცა. ჰენკა სუმოს სამყაროში შეუფერებელ საქციელად ითვლება, თუმცა წესებით აკრძალული არ არის.

ჯუღელის ბალანსი ნაგოია ბაშოზე 1:5-ზეა. მისი მომდევნო მეტოქის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. გაგამარუს კარგი შანსი ჰქონდა, დადებითი ბალანსის დაფიქსირების შემთხვევაში უმაღლეს, „მაკუუჩი“ დივიზიონს დაბრუნებოდა, თუმცა ქართველი მებრძოლი ნაგოიაში სუსტად გამოდის.