გაგამარუ სუმოს ელიტას უბრუნდება [ვიდეო]

თეიმურაზ ჯუღელი ელიტარულ, ჯურიოს დივიზიონში დაბრუნდა. ქართველი სუმოისტი, რომელიც ერთ დროს კომოსუბის ტიტულს ატარებდა, ამჯერად მაკუშიტას დივიზიონშია.

კიუშუს ბაშოზე მაკუშიტას პირველ ნომრად განთესილმა გაგამარუმ, დღეს იაპონელი გუკუშინდო დაამარცხა, კაჩი-კოში(დადებითი ბალანსი) გაიფორმა და მომავალ ბაშოს ჯურიოს დივიზიონში გაატარებს. აღსანიშნავია, რომ გაგამარუს ბაშოს მიმდინარეობის დროს რამდებიმე ბრძოლის ჩატარება ჯურიოს წარმომადგენლებთან უკვე მოუწია.

თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ) ელიტარული დივიზიონის ყველაზე მძიმე სეკიტორი იყო, მისი წონა 221 კილოგრამია.