გაფიცულ მეტროს მემანქანეებს თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრები ხვდებიან
გაფიცულ მეტროს მემანქანეებს თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრები ხვდებიან

გაფიცულ მეტროს მემანქანეებს თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრები ხვდებიან.

შეხვედრა საკრებულოს უმრავლესობიდან ლევან არველაძე და ოთარ გრიგოლია ესწრებიან. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.

როგორც მეტროს მემანქანეები აცხადებენ, მათი პროტესტი საფუძვლიანია, რადგან სახელფასო ანაზღაურება მცირეა.

შეხვედრას ასევე ესწრება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი სულხან სალაძე.

მეტროს მემანქანეები დღეს დილიდან გაფიცულები არიან.