გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის უწყება - რუსი სამხედროები დეზორგანიზებული არიან და კრემლის გეგმები ვერ სრულდება
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის უწყება - რუსი სამხედროები დეზორგანიზებული არიან და კრემლის გეგმები ვერ სრულდება

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყება დარწმუნებულია, რომ რუსულ ჯარებს უკრაინაში დიდი სირთულეები ექმნებათ. მათი ცნობებით, რუსი სამხედროები დეზორგანიზებული არიან და კრემლის გეგმები ვერ სრულდება.

ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის უწყება „ტვიტერზე“ წერს.

„რუსული ჯარების დიდი ნაწილი კიევის ჩრდილოეთით, 30 კილომეტრშია განლაგებული. მათი შეტევა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეაჩერეს.

რუსეთის ფედერაციის შეჭრის პირველი დღის მთავარი მიზანი – „ჰოსტომელის“ აეროდრომის აღება, მიუღწეველი დარჩა. ჩერნიგოვი და ხარკოვი ასევე რჩება უკრაინის კონტროლქვეშ, იმის მიუხედავად, რომ მტერი მათ ხელში ჩაგდებას ცდილობს. გარდა ამისა, ინფორმაციაში მითითებულია, რომ ლოგისტიკური წარუმატებლობები და შეუპოვარი უკრაინული წინააღმდეგობა რუსეთის წინსვლას კვლავ აფერხებს. რუსეთის მოსახლეობისგან კონფლიქტის დეტალების დამალვის მცდელობების მიუხედავად, კრემლი იძულებული გახდა, პირველად ეღიარებინა დანაკარგები“, – აღნიშნულია გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის უწყების „ტვიტერის“ გვერდზე.