გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთის დანაკარგები უკრაინაში, დაღუპულებისა და დაშავებულების სახით, 220 000-ს აღემატება
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრის, ბენ უოლასის განცხადებით, რუსეთის დანაკარგები უკრაინაში, დაღუპულებისა და დაშავებულების სახით, 220 000-ს აღემატება.
მისი თქმით, ბოლო პერიოდში რუსულ ძალებს არავითარი პროგრესისთვის არ მიუღწევიათ და დიდ დანაკარგებს განიცდიან.
„რუსულ შეიარაღებულ ძალებს ნამდვილად აქვთ მნიშვნელოვანი და ღრმა სისტემური პრობლემები ამ დროისთვის თავიანთ ქმედებებში. აშშ-ის ბოლო შეფასებებით, რომელსაც მე გავეცანი, მსხვერპლის რიცხვი, დაღუპულებისა და დაჭრილების სახით, 220 ათასს აჭარბებს“, – განაცხადა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა.