გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანი უახლოეს მომავალში ისრაელსა და პალესტინას ეწვევა
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანი გრანტ შეპსი აცხადებს, რომ „უახლოეს მომავალში ისრაელსა და ოკუპირებული პალესტინის ტერიტორიას ეწვევა, სადაც გააკეთებს მოწოდებას ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების უფრო სწრაფად მიწოდების შესახებ“.
მიმდინარე კვირის დასაწყისში, გრანტ შეპსმა აღნიშნა, რომ ბრიტანეთი განიხილავს გაერთიანებული სამეფოს გემის გაგზავნას შუა აღმოსავლეთში სამედიცინო და ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველსაყოფად.
მედიის ცნობით, გრანტ შეპსი შეხვედრებს გამართავს პალესტინის შინაგან საქმეთა და ისრაელის თავდაცვის მინისტრებთან.