გაერთიანებული სამეფოს მთავარი ეპიდემიოლოგი - ვიდრე ვაქცინა ხელმისაწვდომი არ გახდება, ქვეყანაში სოციალური დისტანცირების დაცვა აუცილებელი იქნება
გაერთიანებული სამეფოს მთავარმა ეპიდემიოლოგმა, ნილ ფერგიუსონმა „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ბრიტანეთში სოციალური დისტანცირების წესების დაცვა იქამდე მოუწევთ, ვიდრე „კოვიდ 19“-ის ვაქცინა არ იქნება ხელმისაწვდომი. ფერგიუსონი ლონდონის იმპერიული კოლეჯის ლექტორია, რომელიც ბრიტანეთის მთავრობას ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში რეკომენდაციებს უწევს.
„თუ ჩვენ ზედმეტად ადრე შევარბილებთ მიღებულ ზომებს, მაშინ დავინახავთ გადადებების ახალ ტალღას“- აცხადებს ნილ ფერგიუსონი.
ამ მოსაზრებას იზიარებენ აშშ-იც, სადაც ჰარვარდის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, ქვეყანაში სოციალური დისტანცირების წესების დაცვა შეიძლება 2022 წლამდე გახდეს აუცილებელი, ან მანამდე, ვიდრე ვაქცინა, ან უფრო ეფექტური თერაპიული საშუალებები არ იქნება ხელმისაწვდომი.