გაერთიანებული სამეფოს მთავარი ეპიდემიოლოგი – ვიდრე ვაქცინა ხელმისაწვდომი არ გახდება, ქვეყანაში სოციალური დისტანცირების დაცვა აუცილებელი იქნება

13:15, 16.04.2020

გაერთიანებული სამეფოს მთავარმა ეპიდემიოლოგმა, ნილ ფერგიუსონმა „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ბრიტანეთში სოციალური დისტანცირების წესების დაცვა იქამდე მოუწევთ, ვიდრე „კოვიდ 19“-ის ვაქცინა არ იქნება ხელმისაწვდომი. ფერგიუსონი ლონდონის იმპერიული კოლეჯის ლექტორია, რომელიც ბრიტანეთის მთავრობას ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში რეკომენდაციებს უწევს.

„თუ ჩვენ ზედმეტად ადრე შევარბილებთ მიღებულ ზომებს, მაშინ დავინახავთ გადადებების ახალ ტალღას“- აცხადებს ნილ ფერგიუსონი.

ამ მოსაზრებას იზიარებენ აშშ-იც, სადაც ჰარვარდის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, ქვეყანაში სოციალური დისტანცირების წესების დაცვა შეიძლება 2022 წლამდე გახდეს აუცილებელი, ან მანამდე, ვიდრე ვაქცინა, ან უფრო ეფექტური თერაპიული საშუალებები არ იქნება ხელმისაწვდომი.

მსგავსი