გაერთიანებული სამეფოს კუთვნილი „ეფ-35“ ტიპის ავიაგამანადგურებელი ხმელთაშუა ზღვაში ჩამოვარდა
გაერთიანებული სამეფოს კუთვნილი „ეფ-35“ ტიპის ავიაგამანადგურებელი ხმელთაშუა ზღვაში ჩამოვარდა

გაერთიანებული სამეფოს კუთვნილი „ეფ-35“ ტიპის ავიაგამანადგურებელი ხმელთაშუა ზღვაში ჩამოვარდა. გავრცელებული ინფორმაციით, პილოტმა კატასტროფამდე კატაპულტირება შეძლო.

ავიაკატასტროფის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. თუმცა, ძირითად ვერსიებად ტექნიკური გაუმართაობა და ადამიანური შეცდომა განიხილება.

გამანადგურებლის პილოტი ავიამზიდზე გადაიყვანეს. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.