გაერთიანებული სამეფო უკრაინაში სარაკეტო სისტემების გასაგზავნად აშშ-სგან ნებართვას ითხოვს
გაერთიანებული სამეფო აშშ-ის თხოვნით მიმართავს, ხელი მოაწეროს ამერიკაში წარმოებული, მოწინავე, საშუალო-რადიუსზე მოქმედი სარაკეტო სისტემის უკრაინისთვის გადაცემის ნებართვას. ამის შესახებ „პოლიტიკოს“ ანონიმურმა წყარომ განუცხადა.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე ოთხშაბათს, სატელეფონო საუბარი შედგა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონსა და პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შორის. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ბაიდენმა უკრაინისთვის უსაფრთხოების სისტემების დახმარების ახალი პაკეტის გადაცემის შესახებ განაცხადა.
ბრიტანეთს უკრაინისთვის „ემ-270“ ტიპის სარაკეტო სისტემის გაგზავნა სურს, რომელსაც სამიზნის განადგურება 80 კილომეტრის რადიუსში შეუძლია, თუმცა ექსპორტისთვის ნებართვა მწარმოებელმა ქვეყანამ, შეერთებულმა შტატებმა უნდა გასცეს. აღნიშნულ საკითხზე ხუთშაბათს სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და საგარეო საქმეთა მდივან ლიზ ტრასს შორის საუბარია დაგეგმილი.