გაერთიანებული სამეფო უკრაინას 60 მილიონი ფუნტი სტერლინგის სამხედრო დახმარებას მიაწვდის
გაერთიანებული სამეფო უკრაინას 60 მილიონი ფუნტ სტერლინგის ღირებულების, თანამედროვე დრონებისა და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მიწოდებას ჰპირდება. ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„60 მილიონი ფუნტის ღირებულების ახალი სამხედრო დახმარების პაკეტი გაერთიანებული სამეფოს მიერ მართვადი საერთაშორისო ფონდისგან უკრაინას, რომელიც უზრუნველყოფს თანამედროვე ახალ სამეთვალყურეო დრონებს, უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად. ის ასევე მოიცავს 20 მილიონი ფუნტის ღირებულების საჰაერო-თავდაცვითი სისტემების უზრუნველყოფას, უკრაინის საჰაერო სივრცის უსაფრთხოებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.